განმუხურის პატრიოტთა ბანაკი (მშვიდობისა და მეგობრობის ახალგაზრდული ბანაკი თუ ქალაქი, როგორც შესასვლელში აწერია), 7 აგვისტო
მუსიკა ჩაირთო Alarm, alarm... შეკრების მუსიკაა ეს. მზე ზღვაში ჩასვლისკენ იყო და პატრიოტები ბანაკის სხვადასხვა ნაწილიდან სტადიონისკენ მორბოდნენ. ასე 200 კაცი. რაზმებად დაეწყვნენ. ჩამწკვირდნენ. ყუთები ჩამოატარეს. DJ-მ თქვა – ვინც მე არ შემახვედროსო... რა არის–მეთქი. – ჩიფსებია. – თქვა და მერე სხვას გასძახა – კიდევ დარჩა? ხუთი დღეა მაგას ვჭამთ და კიდევ დარჩაო – დააყოლა.
რაზმებს ჩიფსები დაურიგეს. დორიტოები. მერე რაზმებმა ერთობლივად დაცხეს ტაში. ჩიფსების განაწილება მიდიოდა და DJ-მ სიმღერა ჩართო – "მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი..." რაღაც საბრძოლო სულისკვეთების სიმღერაა, ნელებში გადის. შენ გაიხარე, გესმის რაო – ვიღაცამ მიაძახა იქ სადაც ვისხედით.
მერე პატრიოტები თავიანთი კოტეჯებისკენ გაიქცნენ, ხელში დორიტოების პარკებით. ერთ ბიჭს მაისურის შიგნით ქონდა ამოდებული, ზოგს იღლიაში ქონდა ამოჩრილი, ზოგსაც პირდაპირ ხელში ეჭირა და მირბოდა კოტეჯებისკენ. ყველანი ერთად მირბოდნენ სხვადასხვა მიმართულებით, ჩიფსებით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment