რამდენიმე დღის წინ რობერტო გავიცანი. მოვიდა, რომ აეროპორტიდან ავეყვანე. სადღაც საათნახევარი იყო გზა. აღმოჩნდა, რომ გაბრიელას ქმარი იყო, წარმოშობით მექსიკელი. 20 წელზე მეტია იტალიაში ცხოვრობს და არის თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფი – fa la danza contemporanea.
პირველი, რაც დამამახსოვრდა და გვერდზე გავიხედე რომ თავში გამემეორებინა, იყო, რომ მსახიობობა ცურვის ცოდნაა ემოციების ზღვაში. მერე ამბობს, რომ ბევრი მსახიობი გიჟი ხდება – diventa pazza – რადგან ცურვა არის იცის.
მათი ცეკვა შინაგანი სამყაროს გამოხატვაზეა, ინდივიდუალურია, როგორც ვხვდები, როგორც კრისტინას მაიკლის "დაგდა".
როგორც რობერტომ მომიყვა, მის დასში სამი რამ განსაზღვრავს თითოეული მოცეკვავის პერფორმანსს – წინასწარ განსაზღვრული, გააზრებული იდეა, ემოცია, განლაგება, რაც უნდა გამოსახონ. მეორე, შესრულებისას არსებული ემოციური მდგომარეობა და მესამე, მაყურებლის რეაქცია – ჩართულობა და განწყობა.
ერთ ფრანგ მსახიობზე მომიყვა, რომელსაც უთქვამს, რომ სახის ნაკვთები იტყუება და შეუძლებელია სხეულის ნაკვთებით შინაგანი გადმოსცე. ამიტომ სახეზე რაღაც აიფარა, ხელები უკან წაიღო და გამოხატა მხოლო სხეულით, მკერდით, სხეულის ცენტრალური ნაწილით. აქ ერთი წერტილია, სხეულის ცენტრი, საიდანაც მოდის მთელი მოძრაობები და საიდანაც პირველ რიგში მოდის ემოცია. ის კისერს და თავს უკავშირებს დანარჩენ სხეულს. ასევე ხელები ამ წერტილის საშუალებით უკავშირდება სხეულს და შემდეგ თავს. Si chiama un grand'occhio. დიდი თვალი ქვია – და თითები მიირტყა. ამ თვალით იყურები ცეკვისას. ყველას შინაგანი სამყარო უნიკალურია და ამიტომაც ყველა მსახიობის ცეკვა უნიკალურია. ყველას თვალიც უნიკალურია.
მთელმა ამ ამბავმა, რაც რობერტომ მომიყვა, რაღაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უცებ იმ ღამეს, როდესაც დიდი ტბის სანაპიროს მივუყვებოდით, რომელიც ვიცოდი რომ იქ იყო, მაგრამ არ ჩანდა. ამ გრძელთმიანმა მექსიკელმა რაღაც საათნახევარში თავი მოუყარა ყველაფერს, რაც იმ საათნახევარში შეიძლებოდა გამეგო და მიმეღო. პარალელები გამახსენდა – ქართული ცეკვა და სუხიშვილების danza contemporanea გათანამედროვებული ცეკვა. ამ ცეკვას, შედარებით გათავისუფლებულ მოძრაობებს, ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც კოლექტიური და სინქრონულია.
მერე დავფიქრდი და ქართული სიმღერებიც კოლექტიურია. რა თქმა უნდა, არა მარტო ქართული... არა ის, რომ ამაში რამეა ცუდი ან კარგი მაინცდამაინც. უბრალოდ კოლექტიურია და მორჩა. არა ინდივიდუალური. კი, ეს ფოლკლორია. რობერტო მეუბნებოდა, რომ მის danza contemporanea–ში მექსიკური ტრადიციული ცეკვების ელემენტებს ხმარობს. თანამედროვე ცეკვა ფოლკლორის ადამიანზე მორგებაა, არა ფოლკლორის გაგრძელება.
რაღაც დასკვნამდე მივედი, რაც ისედაც შესანიშნავად იცის ყველამ – საზოგადოება, რომელიც ინდივიდუალიზმის წინააღმდეგია, ამას ცეკვაში ავლენს. გამახსენდა სცენა, სადაც გოგო და ბიჭი ცეკვავენ განსაზღვრული ილეთებით, მათ გარშემო კი სხვებს წრე აქვთ შეკრული და სინქრონულად უკრავენ ტაშს. ეს იყო პირველი იმიჯი, რომელიც თავში მომივიდა.
და მერე მაიკლის "დაგდას" პერფორმანსი, სადაც არაპროფესიონალი მსახიობები ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც ვხვდები, სცენაზე თავიანთ დაფებზე გამოსახავენ და ხატავენ იმას, რასაც იმ წუთას განიცდიან.
მერე ვიფიქრე და რობერტოს ვკითხე – თუ მოცეკვავე არ ხარ, ცეკვით როგორ უნდა გამოხატო შენი ემოცია, რა მოძრაობებით. რობერტო მეუბნება, რომ მაგალითად მისალებას სხვადასხვანაირად გამოხატავ იმის შესაბამისად, თუ რა დისტანციაზე, სად არის შენგან სალმის მიმღები. ხელს ხან ისე იქნევ, ხან ასე, უფრო გამოხატულად, ნაკლებად გამოხატულად. მნიშვნელობა აქვს დინამიკას, სიჩქარეს.
სალამი მარტივი გამოსახატია, მაგრამ როგორ გამოხატავ მაგალითად "it"–ს, რომელიც On the Road–ში Dean-მა და Sal–მა აღმოაჩინეს – რაღაცა, რაც ნამდვილად იცი რომ არის, მაგრამ არ იცი რა არის.
რობერტომ მითხრა, რომ la danza contemporanea, მისი შინაარსი და გაგება და la danza expressionata – გამოხატვაზე დაფუძნებული შემოქმედება 20იან წლებში დაიწყო და თავიდან ძირითადი აქცენტი ფერებზე კეთდებოდა. ეს იყო განთავისუფლების დრო – გამოხატვის განთავისუფლების დრო.
მაშინ როდესაც ვთქვათ 1666 წელს ლონდონის დიდი ხანძრის დროს, როგორც მგონია, მსხვერპლის რაოდენობა ნაკლებად აინტერესებდა ვინმეს (თუმცა შეიძლება ვცდები და ეს ცუდი მაგალითია), ახლა ადამიანს, თითოეულს, ცალკე არსებულს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და მას აქვს თუნდაც სიკვდილის უფლება, ჰოლანდიაში ფიზიკურიც კი. მაგრამ ფიზიკურს რომ თავი დაანებო, ამ ქვეყანაში სიკვდილის უფლება რაღაც ვალდებულების არსებობას უკავშირდება, burdain არის. იმდენად ცხოვრობ სხვისთვის, რომ შენი სიკვდილი პირველ რიგში სხვებს ეხება და შენ მეორეხარისხოვანი ხარ.
collective vs. individual
social folk vs. contemporary individual perception
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
oooooooo....i can't understand...CG
it was about a guy I met in italy who made contemporary and explained what he did. and that it reminded me of what you've told me about Daghdha.and then about collectivism and individualism. that's a short story of it.
მაგარი კაცი გაგიცნია :)
( ქარტულ ცეწკვაზე დავფიქრდი და ... გეთანხმები... )
Post a Comment