Tuesday, January 6, 2009

დღეს პირველად შევხედე ახალ ამბებს. თვალი მოვკარი, რომ თბილისში აქცია გამართეს ისრაელის მხარდასაჭერად. არც მომისმენია წესიერად. შემდეგ წავიკითხე, ისინი მხარს უჭერდნენ ისრაელის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. დღეს მართლა პირველად შევხედე ახალ ამბებს, ოღონდ არა ტელევიზორში, არამედ ინტერნეტში. ორი კვირაა, რაც ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს. ამას აღარ ქვია ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. მაგალითად ეს ამბავი: საავადმყოფო ღაზაში.

მართლა პარადოქსულად მეჩვენება, რომ ქართველები, რომლებმაც ომი საკუთარ თავზე ახლახანს, ოთხი თვის წინ გამოცადეს, სხვა ომს აქეზებენ. ქართველები, რომლებმაც რუსეთის დაბობვა საკუთარ თავზე გამოცადეს, ისრაელის ბომბებს ამართლებენ პალესტინელების წინააღმდეგ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მსხვერპლი და ზარალი პალესტინელებში მეტია, ვიდრე ჩვენთან იყო. რა უკუღმართობაა ეს.

3 comments:

Christina said...

oooooohhhh I don't understand!

Anonymous said...

salome, http://www.facebook.com/notifications.php#/profile.php?id=1624165163&v=feed&story_fbid=54949303827
es caikitxe :) rigiti qartvelis "mshvenieri azrebi" rogor uchers israels mxars, scored magas vaxseneb - om gamovlili qveynis moqalaqe rogor ucher mxarstqo...

Anonymous said...

saertod ver vigeb dabobvas sadme msoplios nebismier sertilshi mxars rogor unda ucherde, no matter of cause or reason,these are all stupid justifications, tumca tavdacvsi saministroshi ki vmushaob